უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მარტი, 2017 14:10
font-size

უნგრეთის მთავრობამ 2015 წლის თბილისის სტიქიით დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან შეთანხმება გააფორმა

უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტომ უნგრეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა შეთანხმებას 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.

ხელმოწერის ცერემონია თბილისში, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ გაიმართა.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

შეთანხმების შედეგად უნგრეთის მთავრობამ 32 000 ევრო გამოყო წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოსოციალური ცენტრისთვის, რომლის მიზანიც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარებაა საკვები თუ არასაკვები ამანათებით და ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, უნგრეთი ისევე მდიდარია წყლებით, როგორც საქართველო და უნგრელებმა ისევე კარგად იციან, თუ რას ნიშნავს სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა მხარდაჭერა აღმოეჩინა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოსოციალური ცენტრისთვის, რომელიც 2015 წლის ივნისის წყალდიდობით დაზარალებულებს უწევს დახმარებას.

თავის მხრივ, როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ აღნიშნა, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ფსიქოსოციალური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას იძლევა.

,,2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ გაიხსნა ფსიქოსოციალური ცენტრი, სადაც ჩვენ გავუწიეთ დაზარალებულებს დახმარება.

დღეს ახალ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის შედეგადაც, უნგრეთის მთავრობის დახმარებით ფსიქოსოციალიური ცენტრი გააგრძელებს ფუნქციონირებას და აღმოუჩენს დაზარალებულ ოჯახებს მხარდაჭერას. აქ საუბარია ძირითადად ფსიქოლოგიური დახმარებაზე ბავშვებისათვის’’, - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი