უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2018 16:55
font-size

უნივერსიტეტების პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სექტემბრიდან უნივერსიტეტების პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

მინისტრის განმარტებით, გაკვეთილები მოსწავლეებს დაეხმარება იმაში, რომ ესა თუ ის სპეციალობა დეტალურად შეისწავლონ და არჩევანის გაკეთების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და კიდეც გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც უნივერსიტეტებში გვაქვს. მოხდება უნივერსიტეტის დაახლოება სკოლასთან. კერძოდ, სექტემბრიდან, როგორც კი სწავლა დაიწყება, ჩატარდება დამატებითი გაკვეთილები ყველა სკოლაში, მათ შორის იმ კერძო სკოლებში, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ. უფრო დეტალურად რომ განვმარტო, გეტყვით, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა ბავშვებისთვის, ჩაატარებენ ონლაინ-გაკვეთილებს „ლაივსტრიმით“. ეს არ იქნება სტანდარტული გაკვეთილი, ეს იქნება გაკვეთილი, სადაც თითოეული პროფესორი უპასუხებს კითხვას, თუ რატომ აირჩია თავად ეს პროფესია, დაანახებს ყველა ბავშვს ამა თუ იმ დარგის საინტერესო, შემოქმედებით მხარეს, რომ ბავშვებმა თავის თავში აღმოაჩინონ ნიჭი, რომელიც თურმე ჰქონიათ. მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე ჩაატარებს რამდენიმე გაკვეთილს ქართულ ენაში, მოყვება სამეცნიერო თემატიკას პოპულარული, გასაგები ენით, იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მაგალითად, ენათმეცნიერება აინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, ეს გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში.

,,ისეთ ადგილას, რამდენიმე სკოლაში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე არ არის მაღალი და ონლაინ ვერ შეძლებენ ლექციების ნახვას, პროფესორები სპეციალურად მათთვის ჩაატარებენ ლექციას. თუმცა მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა ლექციების ჩანაწერები ნახონ. იქნება ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ხშირად დასმულ კითხვებს „ლაივში“ უპასუხებს პროფესორი“,- აღნიშნა მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი