უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2023 15:40
font-size

„ნაცებო“, ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ - ირაკლი ზარქუა

სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც და აქ? აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ნაცებო“, ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ. სად არის, ხომ გეუბნებოდით ამას? სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც, აქ? აქედან გააგდეთ, აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ. ვაშაძე ვინ არის? იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი იყო, რაც კი სტრატეგიული ობიექტები გავყიდეთ, რაც კი მავნებლური პროექტი გაკეთდა, ყველგან იყო ეს, მიიწერა იუსტიციის სახლი მე გავხსენიო, მოვიკითხე ეს თემა და საერთოდ შეხება არ ჰქონია, სულ სხვა გვარი მითხრეს, ვინც ამ თემის ინიციატორი იყო, ამან მიიწერა, პოპულისტია, სჩვევია, გასდის და რატომაც არა?!

მინდა თქვენი სახე კიდევ ერთხელ დაგანახოთ რადიკალებს. რამდენიმე დღის წინ, ბელადის ბიძამ განცხადება გააკეთა, ჩემთვის საქართველო მოსაწონია გახლეჩილი, დაპირისპირებული, პოლარიზებულიო და ეს არის ნამდვილი დემოკრატიაო. ეს თქვა იმ კაცმა, „კაი“, ასე ესმის, მაგრამ თქვენ, აქ, ვისაც ოდნავ განსხვავებული მრწამსი, აზროვნება გაქვთ, რატომ არ დაგმეთ? ეს რომელიმე ჩემს მეზობელს რომ ეთქვა, ჯვარს გვაცვამდით, თქვენი ბელადის ბიძამ გააკეთა ეს განცხადება, რომელიმემ დაგმეთ? ვერ დაგმობთ, იმიტომ რომ, ამის ერთი ადგილი უნდა გქონდეთ ეს რომ გააკეთოთ, ამიტომ ხართ იქ, სადაც ხართ, სამართლიანად და ასე იქნებით ბოლომდე, აბა წარმატებები!“, - განაცხადა ზარქუამ.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი