უკან
პოლიტიკა
19 ივლისი, 2018 12:40
ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებაზე - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოს მთავრობას, სურვილის შემთხვევაში, მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა შესთავაზა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“, - განაცხადა ზახაროვამ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.