ეკონომიკა


უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაერთიანება კერძო სექტორისთვის იქნება სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციებისთვის - ქით ქროქი
საქართველოს Clean Network-ის წევრობა თქვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ამის თქმის შესაძლებლობას აძლევს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება.
ქით ქროქის განმარტებით, ქსელში გაერთიანებული არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“, „ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი. ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ.
„აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ქით ქროქმა, რომლის განცხადებასაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა.
იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
4 მარტი, 2021 , 17:15

მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 11:20
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
26 თებერვალი, 2021 , 15:50

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
25 თებერვალი, 2021 , 14:14