უკან

საზოგადოება

24 ივნისი, 2017 15:10
font-size

უსაფრთხო სათამაშოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 და 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველის მოადგილეებმა ნათია კაციტაძემ და ეკატერინე სხილაძემ საინფორმაციო კამპანიის – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქიმიკოსებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებთან და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წევრები, რომელიც სახალხო დამცველის კამპანიასთან თანამშრომლობის მიზნით დაფუძნდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბავშვის პიროვნული განვითარების პროცესში სათამაშოების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ქიმიური ანალიზის შესაძლებლობები შეაფასეს. აღინიშნა, რომ სათამაშოს, რომელსაც ფსიქოლოგები „ფსიქიკის ვიტამინსაც“ კი ეძახიან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით, ამ პროცესში კი უსაფრთხო სათამაშოს მიგნება დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქციას არ ახლავს ნივთიერებების შემცველი ანოტაცია და შერჩევა მხოლოდ ფასის მიხედვით ხდება.

სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი