უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 თებერვალი, 2018 17:15
font-size

უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნის მიზნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ რუსთაველის მეტროსთან სააგიტაციო აქცია ,,გახადე შრომა უსაფრთხო'' გამართა.

პროფკავშირების გაერთიანებამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის, რომლის მთავარი მოთხოვნაც უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. პეტიცია საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ გაეგზავნება, რაც 10 000 ხელმოწერა შეგროვდება.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უკვე მეცხრე თვეა, რაც პარლამენტში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.

პეტიციაში წერია, რომ ამ ეტაპზე კვლავ არ არის გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:

- „კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით იგი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე“

- „პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს“

- „შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები“

პროფკავშირების მონაცემებით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 450 მდე ადამიანი და დაშავებულია 800 ზე მეტი მუშა. უკონტროლოდ მიტოვებული დასაქმების სფერო დასაქმებულთა სასაკლაოდაა ქცეული.

პეტიციაშივე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი, რომლის განხილვასაც საპარლამენტო კომიტეტი უახლოეს დღეებში გეგმავს, კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ თავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.

ცირა გურგენიძე

მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ. როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნ

EMC „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობისკენ და დამსწრეთა ინფორმირებისკენ მოუწოდებს

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა „დედაენის“ ბაღში დღეისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალს. ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში ღონისძიების

ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს 17 ნოემბერს და მინდა რომ აქ აღვნიშნოთ - სანდრა რულოვსი

20 ოქტომბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები. მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ აქვე იმ

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. აღსანიშნავ

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) პრეზიდენტი ანდრეას ჰენსელი და ამავე ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაგნუს იეგერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო

სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფს“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეწვია. ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`