პოლიტიკა


უსაფუძვლო თავდაჯერებულობა, სიხისტე და ამპარტავნება ყოველთვის ცუდი შედეგით სრულდება - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პატრიოტთა ალიანსის წევრი, ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის გუშინდელ განცხადებას, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
,,გუშინ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რაკი ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სხდომებს და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, მომავალი არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მათ ადგილს სხვა პარტიები დაიკავებენ.
გამოდის, რომ არჩილს, რომელიც დარჩენილი მანდატების მითვისების მოდელის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, ჰგონია, რომ თავად წყვეტს, ვინ მოხვდება მომავალ პარლამენტში და ვინ-არა?!
გამოდის, რომ არჩილი და მისი პარტიული თანამოაზრეები, რომლებიც კონსტიტუციის საჯარო განხილვებისას მუდმივად საუბრობდნენ „ნულპროცენტიან პარტიებზე“, აუქმებდნენ საარჩევნო ბლოკებს და ამ პარტიებს სახელმწიფო სახსრების მითვისებაში სდებდნენ ბრალს, ამართლებდნენ და ამართლებენ მთელ რიგ ცვლილებებს, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კლასს ჰკლავს, დღეს ამ „ნულპროცენტიანი პარტიების“ გულშემატკივრებად გვევლინებიან?!
ამოდის, რომ არჩილს საკუთარი თავი საქართველოს მოსახელობა ჰგონია და ამ მოსახლეობის არჩევანი წინასწარ აქვს განსაზღვრული?! ერთი წამითაც არ ფიქრობს,- თვითონ... პერსონალურად მოხვდება თუ არა იმ მომავალ, 2020 წლის პარლამენტში.
ახლა, მე რას ვფიქრობ: მე ვიყავი და ვარ მრავალპარტიულობის მომხრე, პლურალიზმის მომხრე და ამ პოზიციას ყველგან მკაფიოდ ვაფიქსირებდი. ჩემთვის, არჩილისაგან განსხვავებით, არ იქნება ტრაგედია, თუ მომავალ პარლამენტში მე, ირმა ინაშვილი არ მოვხვდები და სხვა, გაცილებით უკეთესი ლიდერი შემცვლის ჩვენი პარტიიდან, მაგრამ ეს ქართველი ამომრჩევლის გადასაწაყვეტია და არა ჩემი, ან არჩილის.
მე არასდროს მომივიდოდა თავში დარჩენილი მანდატების ცინიკურად მითვისების იდეა. დარჩენილ ხმებს სამართლიანად და თანაბრად გავანაწილებდი ბარიერგადალახულ პარტიებზე და თუ მაინც და მაინც ასეთი მავნე აზრი მომივიდოდა, ამ იდეას საკუთარ თავშივე მოვკლავდი.
მე არ გავბედავდი შემომეტანა პარლამენტში ყოვლადგაუმართლებელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ცესკოს სისტემაში უმრავლეობა იქნებოდა ჩემი პარტია... რომლის თანახმად, სარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისუფლად გააძევოს საარჩევნო უბნიდან სხვა პარტიის წარმომადგენელი.
რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის არა თუ ისჯება თანამდებობის პირი, არამედ გამგებელს უბნიდან საარჩევნო სიის გამოტანის უფლება ენიჭება, ანუ დაკანონებულია ამომრჩევლის დატერორება.
მე არ მოვატყუებდი არც საკუთარ თავს და არც საზოგადოებას, რომ თითქოსდა ვცვლი საარჩევნო სისტემას და გადავდივარ პროპორციულ სისტემაზე, არამედ ქვეყანაში შევქმნიდი პირობებს თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და არ ვიზრუნებდი იმაზე, რომ მოვიხვეჭო „სტაბილური უმრავლესობა“, უსამართლობის ხარჯზე.
მე არ დავაკანონებდი უკანონო წნეხს, რომ მარადიულად ჩვენი პარტია იყოს ხელისუფლებაში. ყველა პირობას შევქმნიდი სხვა პარტიების განვითრებისათვის, რადგან მე მაშინ ვარ ძლიერი, როცა ძლიერია ჩემი კონკურენტი და ბრძოლაც მაშინაა საინტერესო, როცა შენი მეტოქე საინტერესოა.
მე არ დავჩაგრავდი ოპოზიციას, თუ ვიქნებოდი უმრავლესობაში. მოვუსმენდი მას, გავითვალისწინებდი მის აზრს, დავთმობდი კიდეც პოზიციებს, თუ ოპოზიციის აზრის სისაღეში დავრწმუნდებოდი და არ გამოვიჩენდი უაზრო გონორს, რასაც იჩენს არჩილიც და ზოგიერთი მისი თანაპარტიელიც.
ვწუხვარ, მაგრამ ასეთი უსაფუძვლო თავდაჯერებულობა, სიხისტე და ამპარტავნება ყოველთვის ცუდი შედეგით სრულდება. უბედურება იმაშია, რომ და ეს ცუდი შედეგი ქვეყანაზე ისახება, თორემ მარტო არჩილის პოლიტიკურ მომავალზე რომ აისახოს (და ვარწმუნებ მას - აისახება), ამას როგორმე აიტანდა საქართველო’’, - წერს ირმა ინაშვილი.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30