უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 აპრილი, 2025 12:02
font-size

USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი

ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იგივე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა.

„არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწიათ რუსთაველის გამზირზე წესრიგის, უსაფრთხოებისა და პარლამენტის სასახლის შტურმისგან დასაცავად. ამ შეტაკებებში არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცავი დაშავდა.

ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვაუხვობდნენ, ახლა კი სწორედ მათი ინსპირირებით როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მათ კარგად ესმოდათ ქვეყანაში დაპირისპირების რეალური მიზეზი და არათუ არაფერი გააკეთეს ოპოზიციისთვის ცრუ ნარატივის გამოსართმევად, არამედ ყოველგვარად წაახალისეს პარლამენტზე თავდასხმა. მანამდე, პირველად ჩვენს ისტორიაში დემონსტრანტს ცოცხალ ადამიანზე მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს, დასაწვავად გაიმეტეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. სწორედ ამის შედეგად ვიხილეთ პირდაპირი მნიშვნელობით გახსნილი ცეცხლი რუსთაველის გამზირზე.

სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თუ NED-ის გამოყენებით. ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომა საერთაშორისო ვაჭრობის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ნამდვილი ამერიკული ინტერესების მიმართ გლობალისტური ძალებისა და ომის პარტიებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები, სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ჯერ ისევ აწყდება წინააღმდეგობას. მან დახურა USAID-ი, როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები.

სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. ამ პროცესზე დაკვირვება საინტერესოა იმითაც, რომ ზუსტად დავინახოთ ამერიკული ინტერესის სამომავლო ფორმირება და მექანიზმები. ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იგივე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება - სალომე ზურაბიშვილი

15 მაისი, 2025 , 16:06

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება.  მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ თემის ჩაფარცხვა უნდა. სალომე ზურაბიშვილის თქმ

პრემიერი ზურაბ პოლოლიკაშვილზე - როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ

15 მაისი, 2025 , 15:46

როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმის

ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი - ირაკლი კობახიძე

15 მაისი, 2025 , 15:12

რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტი

დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში - ირაკლი კობახიძე

15 მაისი, 2025 , 15:07

მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ,  Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა

დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ - ირაკლი ზარქუა

15 მაისი, 2025 , 15:02

გვგონია, ჩვენს მიმართვას რეაგირება მოჰყვება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს. არაერთი განცხადება გავაკეთეთ და ახლა ბურთი ამერიკის მხარესაა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომი

ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას - რევაზ კიკნაძე

15 მაისი, 2025 , 14:49

ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ ბრალდებულ პოლიტიკოსებს, რომელ