უკან
რეგიონები
7 ივნისი, 2018 11:45
უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე სავალი ნაწილი ჩაწყდა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კმ-ზე (უშგული-ლასდილი) გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის ჩაწყვეტის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.