უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2018 13:05
font-size

უშიშროების საბჭოს მდივანი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას, რომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთან დაკავშირებული ორგანიზაცია აღმოჩნდა.

რაქვიაშვილმა მოუწოდა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს, დაინტერესდნენ შესყიდვების საკითხით.

„თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურები არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. შესაბამისად, ირკვევა, რომ არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს ამ ტიპის შემთხვევების არსებობას წარსულში, ისევე, როგორც მათი გამეორების შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება, თუკი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ როგორც ამ კონკრეტულ, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საზიანო სხვა შესაძლო შემთხვევებს და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება შესყიდვების მოქმედი პრაქტიკისა და კანონმდებლობის დახვეწაზე იმ ნაწილში, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირებთან და/ან კომპანიებთან „კანონიერმა“ თანამშრომლობამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ნდობაზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ საზოგადოებაში, სრულიად დამსახურებულად, სარგებლობს და აქედან გამომდინარე, წარმოქმნას ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, ასევე მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ“, – აღნიშნულია რაქვიაშვილის განცხადებაში.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი