უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2017 16:05
font-size

უთანხმოებები დღეიდან არის წარსული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას _ დავით ბაქრაძე

„ჩვენი საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში თვალს იმ კამათს და დისკუსიას ადევნებს, რომელმაც სრულიად არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო და მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში. ასეთი უთანხმოებები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით გამწვავდა საკითხები, სადაც პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური უთანხმოება. ეს საკითხები ეხებოდა პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას; ეს საკითხები ეხებოდა პარტიის წარსულს და წარსულის შეფასებას, პარტიის აწმყოს და იმ მეთოდებს და იმ ადგილს, რომელიც პარტიას უნდა ეკავოს პოლიტიკურ ინსტიტუტებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში; და რაც მთავარია, ეს უთანხმოება ეხებოდა და ეხება პარტიის მომავალს, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, _ განაცხადა დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია იყო ის დებატი, რომელიც მიმდინარეობდა დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა იმ ფორმით, როგორიც ის იგეგმება დღეს, მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პარტიის შემდგომ გახლეჩვას, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე პარტიის წევრების გახლეჩას და ვერ შეასრულებს პარტიის გაერთიანების და კონსოლიდაციის ფუნქციას.

„სწორედ ამიტომ დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა. თქვენ დღეს ხედავთ გუნდს, თქვენ დღეს ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ ნაციონალურ მოძრაობას, ვინც წლების მანძილზე ამ პარტიის სახელით, ამ პარტიის განახლებისთვის იბრძოდა და არადროს უკან არ დაუხევია. არ დაუხევია მაშინაც, როდესაც ამ გუნდის ბევრი წევრის წიანაღმდეგ აძღრული იყო საქმე; არ დაუხევია უკან მაშინაც, როდესაც ამ გუნდის წევრების და ლიდერების წიანაღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და ივანიშვილთან ბრძოლისთვის ჩვენი გუნდის წევრები ციხეში იმყოფოდნენ, წლები გაატარეს პატიმრობაში. არ დაუხევია უკან აქციებზე, არ დაუხევია უკან ქუჩაში, პარლამენტში დებატებზე. თქვენ ხედავთ ჩვენს უკან ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართული პოლიტიკური მებრძოლების სახელი, რომლებმაც იბრძოლეს მთელი ამ წლების განმავლობაში; მათ მხრებზე გადაიარა იმ პრობლემებმა, რომელიც ქვეყანას ივანიშვილმა შეუქმნა.

ამიტომ ეს ადამიანები და ეს გუნდი იყო სახე, ხერხემალი და საყრდენი ნაციონალური მოძრაობის, ამიტომ, რა თქმა უნდა, არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა. სინამდვილეში, დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა. ჩემთვის პირადად, ეს არის ემოციურად ძლიან მძიმე განცხადება, იმიტომ რომ მე ვიყავი ამ გუნდში მაშინ, როდესაც მას ყველაზე მეტად უჭირდა და გუნდის ყოფნა-არყოფნა დამოკიდებული იყო სწორედ ამ ადამიანების სიმტკიცეზე და ერთად დგომაზე, _ განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები მათ შორის, ეს უთანხმოებები დღეიდან არის წარსული „ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღდემგ ბრძოლაში, მაგრამ დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა, და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძლის ახალ ეტაპს.

ეს იქნება ცოდნაზე, გამოცდილებაზე, მომავალზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძოლებს არჩევნების გზით, რომელიც იქნება სტაბილურობის, შერიგების და სიმშვიდის მომტანი ქვეყანაში“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრესკონფერენციას ნაციონალური მოძრაობის რიგით წევრებთან ერთად ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ირმა ნადირაშვილი, სერგო რატიანი, ოთარ კახიძე გიგი წერეთელი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერი, 2019 , 22:02

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგ

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია

10 დეკემბერი, 2019 , 16:25

ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დე

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „აბსოლუტური ფიქციაა საუბარ

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა განცხადება. ალექსანდრე ერქვანიამ აღნიშნა, რომ დამოუკ

მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან - ანდრიუს კუბილიუსი

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის ინიცია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ. 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`