უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 13:30
font-size

უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია მოისმინა. როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლო დარღვევის შესახებ შემოსული ერთი განცხადება განიხილა და რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.
კომისიის შემდეგი სხდომა 28 მარტს გაიმართება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა, მისი მიზანი პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა. უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; კომისია − ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ არანაკლებ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ტარდება.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახა

ბოლივუდის მსახიობმა ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა

21 სექტემბერი, 2018 , 17:41

ბოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა რიჩა ჩადჰამ ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა. მსახიობმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოს დატოვებისას სასზღვრო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შეხ

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ

სტუ აკადემიური პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრ

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ე

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`