უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2021 15:00
font-size

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა განიხილა

საქართველოში ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნის პირობები და პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა მისი საერთაშორისო აღიარებაა - ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 3 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც PCR-ტესტირება სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდა. კერძოდ, 11 იანვარს, ტესტირება ჩაუტარდა ნომერ მე-2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ 1 აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი. 12 იანვარს, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, ტესტირება ჩატარდა მე-6 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში სრულად კონტროლდება ვითარება, სისტემის დაცულობისთვის ტარდება კომპლექსური პრევენციული ზომები და ამ ღონისძიებების შედეგად ხდება ვირუსის შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა.

საბჭომ ასევე იმსჯელა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპამდე ბიზნესის მზადყოფნის აუცილებლობაზე და მიიღო ინფორმაცია ეკონომიკურ სუბიექტებთან შეხვედრების შესახებ, რომელიც მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად იმართება. მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტირება ტაქსის 6 ათასზე მეტ მძღოლს ჩაუტარდა, თუმცა დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. ასევე, კორონავირუსზე გაიტესტა სხვადასხვა კონფესიის 2 ათასზე მეტი მსახური და ინფიცირების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 1%-ია. გაიზარდა ბაზრობებზე მოვაჭრეთა ტესტირების რაოდენობაც და 4 ათასი ტესტიდან დადებით შემთხვევათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება, რათა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ამასთან, აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულების კონტროლი. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 243 255 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 227 611 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 846 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 496 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 579 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 873 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს

20 იანვარი, 2021 , 18:03

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან, უწყების განახლებული ვებგვერდი www.rs.ge მომხმარებელს სრული დატვირთვით მოემსახურება. ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა

20 იანვარი, 2021 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2982 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე

20 იანვარი, 2021 , 17:30

"ფინანსთა სამინისტროს გასაიდუმლოებული აქვს STOPCOV - ფონდის თანხების ხარჯვა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ადგილი აქვს სერიოზულ კორუფციას. შეიძლება მსგავსი კორუფცია ვიპოვოთ ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის ვაქცინის შემოტანის პროცე

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

20 იანვარი, 2021 , 16:35

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუ

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

20 იანვარი, 2021 , 16:35

საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს, ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელ

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს

20 იანვარი, 2021 , 15:40

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი &bdquo