უკან

საზოგადოება

11 ივლისი, 2020 12:10
font-size

უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.

როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი სამი კვირის განმავლობაში საჩხერესა და ჭიათურაში მდებარე სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამთო მომზადების განმავლობაში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები შეისწავლეს, ასევე გაიარეს სამხედრო- ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება.

სწავლების მონაწილეებს სამთო-ტექნიკური მომზადების წარმატებით დასრულება სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა მიულოცეს. კურსდამთავრებულებმა შესაბამისი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსში მონაწილეობისთვის რეკომენდაცია მიიღეს.

თავდაცვისა და შსს-ს სამინისტროები უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ სამთო კურსებს 2018 წლიდან რეგულარულად ატარებენ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა

5 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0739 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს

5 აგვისტო, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამის მესამე ეტაპს იწყებენ

5 აგვისტო, 2020 , 17:10

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - შსს

5 აგვისტო, 2020 , 16:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოე

გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა - მიხეილ რამიშვილი

5 აგვისტო, 2020 , 16:55

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილი დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შსს-ში შეხვედრაზე მისი შვილის საქმის გარკვეული მასალები გააცნეს. „გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობ

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, მის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს

5 აგვისტო, 2020 , 16:10

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია "ZAG"-ს უკავშირებს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანია გასაიდუმლოებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე