უახლესი ამბები
არქივი
სამართალი


უცხოელ მოქალაქეებს ზურგჩანთები მოჰპარა - ზუგდიდში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უჭყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
10 დეკემბერი, 2019 , 12:15

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილა, საიდანაც 11 პასუხისგებაში მისცეს
10 დეკემბერი, 2019 , 11:55

ქალი ყელში დაჭრეს – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ლ. კ.
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

სოფელ დირბში მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ნათესავი დააკავეს
9 დეკემბერი, 2019 , 13:55
არღვევს თუ არა კანონს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
9 დეკემბერი, 2019 , 12:05