უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ნოემბერი, 2017 14:00
font-size

უცხოური კომპანიების მიერ განხორციელებულმა დიდმა ტრანზაქციებმა ბიძგი მისცა ლარის გაუფასურებას - ნიკა შენგელია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია უკანანსკნელ 2-3 კვირიან შუალედში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ მიზეზებს ასახელებს.

ეკონომისტმა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში ,,ბიზნეს კოდი“ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის დოლართან ლარის კურსის 2,7-2,8 ფარგლებში მერყეობას პროგნოზირებდა.

მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს ის ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები აძლევდა, რომელშიც უცხოური კომპანიები იმარჯვებდნენ, რომელიც თავის მხრივ, საავანსო დაფინანსებით მიღებული ლარების ტრანზაქციას და თანხების საკუთარ ქვეყნებში გადარიცხავს ახორციელებდენ.

აქვე შენგელიამ ლარის დევალვაციის მიზეზად მთავრობის არასწორ კურსი დაასახელა.

,,ყველაფერი კარგად იყო, ბიუჯეტი სრულდებოდა, შემოსავლები იყო ტურისტული ბიზნესიდან, იყო ჩამორიცხვები ემიგრანტებისგან, ცოტათი იზრდებოდა საექსპორტო მაჩვენებლები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას გვავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ექსპორტის უარყოფითი სალდო. დაწყებულია ინფლაციური პროცესები და ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ ერთი წლის წინ, სამეცნიერო შრომებში იყო დაბეჭდილი და დადებული იყო სოციალურ ქსელებში გარკვეული კვლევების სახით, ამონარიდების სახით.

ვიძლეოდით მითითებებს, რომ იმ კურსის გაგრძელებით, რომელიც თავიდან მიიღო თვითონ მთავრობამ, ეს იქნებოდა ესტონური მოდელი და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებები, საბოლოოდ არ მიგვიყვანდა კარგ შედეგებამდე, გაგვეზრდებოდა ინფლაცია, გვექნებოდა ფასებზე ზრდა და ფაქტობრივად, ასევე მივანიშნებდით, რომ მოხდებოდა ლარის დევალვირება.

ბოლო პერიოდში ამის საფუძველს გვაძლევდა ის, რომ საქართველოში ხორციელდება ინფრასტრუქტურული განვითარება, ვგულისხმობ გზების დაგებას, რომლისთვისაც გამოყოფილია მილიარდობით ლარები. თუ არ ვცდები, 2020 წლის ჩათვლამდე 8 მილიარდამდე ლარია ასათვისებელი ამ კუთხით. ჩავეძიე, ვინ იგებს ამ ტენდერებს და აღმოჩნდა, რომ ამ ტენდერებს იღებს უცხოური კომპანიები, მაგალითად თურქეთი და აზერბაიჯანული კომპანიები. მათ ჰყავთ საქართველოში შემოყვანილი გარკვეული ტექნიკა და ამ კომპანიებმა საავანსო საგარანტიო წერილების წარდგენის შემდეგ მიიღეს საავანსო დაფინანსებები და იმის მაგივრად, რომ ეს ლარებში მიღებული საავანსო დაფინანსებები დარჩენილიყო ლარებში და დაწყებულიყო მოქმედებები, მათ გააკეთეს ტრანზაქციები და ეს თანხები გადაირიცხა თავიანთ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ისინი შემდეგ აბრუნებენ ამ თანხას, რომ შეასრულონ მუშაობა და აწარმოონ გზების მშენებლობა და სხვა ტენდერები შეასრულონ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასე 2-3 კვირიან ვადაში მოხდა ასეთი დიდი ტრანზაქციები, ფაქტობრივად, ამანაც ბიძგი მისცა ლარის გაუფასურებას“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი