უკან
არქივი
ეკონომიკა
5 აპრილი, 2017 16:55
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4276 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4220 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.56 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.5900 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5765 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.35 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6568 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.0292 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 აპრილიდან შევა ძალაში.