უკან
ეკონომიკა
22 მაისი, 2017 17:15
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7084 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6895 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.89 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6788 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1446 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 მაისიდან შევა ძალაში.