უკან
ეკონომიკა
21 ნოემბერი, 2018 09:00
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0, 0148 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0581 ლარია. მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0369 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0212 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4992 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4421 ლარი ეღირება.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, 21 ნოემბერიდან შევა ძალაში.