უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 მაისი, 2018 12:49
font-size

უცხოური ვალუტის სესხებით ძირითადად ისეთი მსესხებლები სარგებლობენ, რომლებიც შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებენ - ეროვნული ბანკი

საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებით ძირითადად ისეთი მსესხებლები სარგებლობენ, რომლებიც შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებენ და უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ სავალუტო რისკების გათვალისწინება და მართვა ვერ ხერხდება, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას დოლარიზაციის შემცირება – ლარიზაციის ზრდა წარმოადგენდა. ლარიზაცია კი, საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია.

ანგარიშში მოყვანილია ღონისძიებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის წახალისების მიზნით განახორციელა, მათ შორის 2017 წელს, მათ შორისაა ბანკის მიერ მთავრობასთან თანამშრომლობით შემუშავებული ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომლის ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ლარიზაციის ღონისძიებების შედეგები 2017 წელსვე აისახა საბანკო სისტემის მაჩვენებლებზე – წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, დეპოზიტებისთვის კი, 5 პროცენტული პუნქტით. ამავე მონაცემებით, ფიზიკური პირებისთვის დოლარის სესხების წილის 12 პროცენტული პუნქტით კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, მათი სესხების დოლარიზაცია 53 პროცენტიდან 26 პროცენტამდე შემცირდა.

ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ ლარიზაციის წასახალისებლად საჭიროა ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის არსებობა. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარება.

სებ-ის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში ბაზარზე გამოჩნდა ლარით დენომინირებული ახალი კორპორატიული ფასიანი ქაღალდები; ასევე 2017 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 120 მილიონი ლარის მოცულობის ლარით დენომინირებული ევრობონდები განათავსა ბაზარზე, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ეროვნული ვალუტით დენომინირებული ევრობონდების განთავსების პირველი შემთხვევა იყო რეგიონის მაშტაბით.

ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშში ქვეყანაში სავალუტო რისკის შეფასებისა და ადეკვატური გადანაწილების საკითხზეცაა საუბარი და სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებით ძირითადად ისეთი მსესხებლები სარგებლობენ, რომლებიც შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებენ და, უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ ვერ ხერხდება სავალუტო რისკების გათვალისწინება და მართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 17 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით არის შესაძლებელი.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, საქართველოში ლარიზაციის შემაფერხებელი ერთ-ერთ ფაქტორია უძრავ-მოძრავი ქონების ფასების უცხოური ვალუტით კოტირება. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ფასწარმოქმნა ეროვნული ვალუტით ხდება – მშენებლობის ხარჯების დიდი ნაწილი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევის გამო, ბაზარზე ფასები უცხოური ვალუტით ცხადდებოდა, რაც კურსის მერყეობის პერიოდებში ბაზრის მუშაობას აფერხებდა.

ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირების (გარკვეული გამონაკლისების გარდა) მიერ ფასის გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ ლარით.

საკვანძო სიტყვები:

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`