უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2021 16:30
font-size

უწყვეტი აქციები იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას - ნინო ბურჯანაძე

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, - ამბობს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძე.

„უწყვეტი აქციები იქნება. ბუნებრივია, არ გვინდა ადამიანებს ცრუ მოლოდინი შევუქმნათ, ერთი აქცია იქნება, ამ აქციით ყველა პრობლემა მოგვარდება და ხელისუფლება გონს მოეგება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გზავნილი იქნება ხელისუფლებისთვის აქციების ის წყობა, რომელსაც ვგეგმავთ. ეს იქნება თბილისში, შემდეგ ბათუმში, სხვადასხვა რეგიონებში. ეს პროცესი უწყვეტი იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას საქმემ სრულიად სხვა სახე შესძინა იმ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაშია. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. ველოდებით, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსები ვაპირებთ, ადამიანებს ამ შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი მივცეთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო