უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 დეკემბერი, 2017 17:25
font-size

„უცნობის“ შვილის ქორწილში არ ვარ ნამყოფი, მხოლოდ ლევანის შვილის ქორწილში - პრემიერი ოპოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე წარსდგა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კავშირით გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან.

„კომპანია, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს და შემდეგ ოთხ ტენდერს ზედიზედ იგებს, საუბარი მაქვს გაჩეჩილაძის სიძის კომპანიაზე, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, გაჩეჩილაძის სიძისთვის მიგეცათ მიწა, რომლის საფასური დღემდე არ გადაუხდია?“, - ჰკითხა ნადირაშვილმა პრემიერს.

კვირიკაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ გაჩეჩილაძის სიძის კომპანიის შესახებ „სტუდია მონიტორის“ სიუჟეტიდან შეიტყო.

„სიმართლეს გეტყვით. გაჩეჩილაძის სიძე თუ იყო საერთოდ კომპანიაში, სტუდია მონიტორის სიუჟეტიდან შევიტყვე და პირდაპირ გეუბნებით, იმ მომენტში გახდა ჩემთვის ცნობილი, ეს ფიცით შემიძლია დავადასტურო...“, -უპასუხა ნადირაშვილს პრემიერმა.

კვირიკაშვილმა უარყო ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ის ბიზნესმენ გიორგი გაჩეჩილაძის შვილის ქორწილში იყო ნამყოფი.

„ვის ქორწილში ვიყავი... ბოდიში რა... სხვათაშორის მისი სიძის [„უცნობის“ სიძე, გიორგი შარაშიძე] ქორწილში ნამდვილად არ ვარ ნამყოფი. ლევანის შვილის ქორწილში ვარ მხოლოდ ნამყოფი მაგ ოჯახიდან“, -თქვა პრემიერმა.

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

28 ნოემბერი, 2020 , 17:47

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მ

ქართული ოცნების რეპრესიული მანქანა კვლავინდებურად აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას და დაპატიმრებას - “ლელო საქართველოსთვის“

28 ნოემბერი, 2020 , 17:15

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო აქტივისტებს ნათია ლეთოდიანს და შუშანა მაცაბერიძეს, რომლებიც დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს, ს

პარლამენტთან და საგარეოსთან ნამგალი და ურო დახატეს - დაკავებულია ორი პირი

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან ხატია დეკანოიძესთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საგარეო საქმეთა

რაზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძე კარასინს

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილვ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

28 ნოემბერი, 2020 , 14:25

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. უწყების პრესამსახური ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნით სარგებლობისა და ამანათების მიღების უფლება შეჩერდა

28 ნოემბერი, 2020 , 14:25

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც, - ამის შესახებ ინფორმა