უკან

საზოგადოება

15 მარტი, 2018 11:30
font-size

უვიზო რეჟიმის დარღვევისთვის ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

სამშობლოში დღეს ის პირები დააბრუნეს, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადა ჰქონდათ დარღვეული.

საქართველოს მოქალაქეები ვენიდან, სპეციალური რეისით, თბილისის აეროპორტში 07:00 საათზე ჩამოფრინდნენ.

ერთ-ერთი დეპრტირებული, პაატა სულუხია აცხადებს, რომ ავსტრიიდან უკანონოდ გამოაძევეს.

„ჩემი დეპორტაციის პროცედურა დაიწყო 2017 წლის 5 დეკემბერს, რომელსაც არ დავეთანხმე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დეპორტაციის უფლება საიმიგრაციო სამსახურს არ აქვს. ამის მერე საემიგრაციო სამსახურში გამოვცხადდი ხუთ დღეში და მომცეს საცხოვრებელი, ფულადი დახმარება შემიწყვიტეს და განმიცხადეს, რომ ყოველდღე პოლიციაში უნდა მევლო.

2018 წლის 22 იანვარს შემომივარდა ჩემ საცხოვრებელში პოლიცია და დამაკავა. მეორე დღეს სასამართლოზე ბრალი წამიყენეს, რომ პოლიციაში არ დავდიოდი და რომ დეპორტაციის პირობები დავარღვიე. სახლში რაც ნივთები მქონდა შეკრიბეს და მოპარული გაქო მითხრეს. 52 დღე გავატარე ციხეში. დღეს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამომიყვანეს. მედავებოდნენ უკანონოდ გამოტანილი დეპორტაციის პირობების დარღვევას“, – განაცხადა პაატა სულუხიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

25 იანვარი, 2020 , 17:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაცი

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

25 იანვარი, 2020 , 14:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ განათლების,

თურქეთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან — საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში, ელზაგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში, ქალაქ სივრის

2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

25 იანვარი, 2020 , 11:35

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენ

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

25 იანვარი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`