უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივლისი, 2017 15:35
font-size

უვიზო რეჟიმის შესახებ სტატისტიკა საგანგაშო არ არის - თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გამოეხმაურა შსს-ის სტატისტიკას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც ხულორდავამ 1tv.ge-ის განუცხადა, მონაცემები, რომ 3000 ადამიანი არ დაბრუნებულა ევროპიდან, საგანგაშო არაა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ სრული სტატისტიკა არაა და მონაცემებზე საუბარი ნაადრევია.

„უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სტატისტიკა საგანგაშო არ არის. როგორც ჩანს, საქართველოდან გასულთა დინამიკა ძალიან გაზრდილია, მაგრამ ასევე დიდია უკან დაბრუნებულთა რიცხვი, რაც ძალიან კარგია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრევენციამ და ხელისუფლების მხრიდან აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავიზო რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები დავიცვათ, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათი და პრივილეგიაა ამ თავისუფალი სივრცის ნაწილი ვიყოთ და ამ უფლების გამოყენებას საფრთხე არ შეექმნას.

ევროკავშირი ჩვენს მონიტორინგს ყოველწლიურად ჩაატარებს და ამ შედეგებზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან ამისთვის საკმარისი დრო არ გასულა.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ რეჟიმის მოთხოვნების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შემდგომში პრობლემა არ შეექმნათ", - განაცხადა ხულორდავამ.

რაც შეეხება ევროიკავსირში თავშესაფრის მაძიებლებს, ხიულორდავას თქმით, ამ კუთხით განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ ვრცელდება. იმედი მაქვს, ეს ასეც დარჩება. შეიძლება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდოს, რაც ჩვეულებრივია და ევროკავშირმაც იცის, რომ სავიზო რეჟიმის პირველ ტალღას ეს ტენდენცია მოჰყვება ხოლმე. მთავარია ეს ტენდენცია არ შენარჩუნდეს და ნორმალურ რეჟიმში ჩავდგეთ. ციფრები რაც გვაქვს, განგაშის საფუძველს არ იძლევა", - განაცხადა ხულორდავამ.

შეგახსენებთ, შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველო 55 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რომელთაგან 90 დღის განმავლობაში 3 ათასი ადამიანი უკან არ დაბრუნებულა. ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პირები უწყების მიერაა იდენტიფიცირებული.

ანა მებურიშვილი

ომეგას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციის თაობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით - ადა მარშანია

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ მისი თანაგუნდელის, ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ისგან გაიგო. ადა მარშ

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს

18 სექტემბერი, 2018 , 17:10

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფი

აუდიტის სამსახურს ქუმსიშვილის მმართველობის დროს ეკონომიკის სამინისტროში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერებაში ეჭვი ეპარება

18 სექტემბერი, 2018 , 17:10

აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება საეჭვოა. დოკუმენტის მიხედვით, ერ

„ევროპული საქართველო“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ევროპულმა საქართველომ“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში დაიბარა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის,

აბსოლუტურად გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან, ამ მოვლენებთან - ეკა ბესელია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

პოლიტიკა, ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილი, ომეგა ჯგუფი, იბერია ტვ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო ჩანაწერზე საუბრისას გამორიცხა

სასწრაფოდ გამოძიებაა ჩასატარებელი, კონკრეტულად ყოფილ მინისტრთან, სპორტის მინისტრთან მიმართებით - ზურაბ ჯაფარიძე

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე სასწრაფოდაა გამოძიება ჩასატარებელი, რადგან შესაძლოა,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`