უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2018 15:30
font-size

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, კონკრეტულად გავეცით პასუხი - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, უწყება წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას კრიმინალთან საბრძოლველად.

„ორიოდე სიტყვით მინდა, მოგახსენოთ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლის დაცული და დახურული არხები გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ეფექტიანად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი, ჩვენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ. ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში, იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, - თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად ეს რისკები მოვხსენით“, - განაცხადა გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი