უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2016 17:35
font-size

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციაზე მივიდნენ როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენლები, ისე პოლიტიკოსები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრები.

შეკრებილებმა უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს მიმართეს, რომლებმაც დღეს რუსთავი 2-ის საქმის განხილვა უნდა დაიწყონ და მათ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს.

კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს რუსთავი 2-ის მოთხოვნას დაე საქმეს სააპელაციო სასამართლოში არ დააბრუნებს, პროტესტის ზომა გაიზრდება და მასშტაბური აქციების ხასიათს მიიღებს.

,,ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების მხრიდან არის უმძიმესი ზეწოლა მოსამართლეებზე. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ყველა შემთხვევაში იქნება პროტესტი.

ამოვიყენებთ კანონით და საერთაშორისო კონვენციებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის სტატუს კვო, რომელიც არის’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

1 ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი - გიორგი გახარია

2 ივლისი, 2020 , 12:30

1 ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები - ეს ის ადამიანები არიან, რომლ

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2 ივლისი, 2020 , 11:30

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 939 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებ

უბედური შემთხვევა წყალტუბოში - ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და გარდაიცვალა

2 ივლისი, 2020 , 11:30

წყალტუბოში, ყოფილი სავაჭრო ცენტრის „მერცხალის“ შენობის მიტოვებული ლიფტის შახტში 17 წლის მოზარდი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გოგონა შენობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შინ

მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ რეისებზე, რომელთა განრიგიც გამოქვეყნებულია შესაბამისი საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე - ნათია თურნავა

2 ივლისი, 2020 , 10:55

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებ

მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა - ავარია გმირთა მოედანზე

2 ივლისი, 2020 , 10:55

წუხელ, გმირთა მოედანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მიღებული ტრავმების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმა

თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

2 ივლისი, 2020 , 10:30

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 2 ივლისს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე