უკან

სამართალი

21 აგვისტო, 2017 13:00
font-size

უზენაესი სასამართლო „პაპუაშვილის საქმეზე“ როლანდ ბლადაძის საქმის არსებით განხილვაზე გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონების საქმეზე, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის საკითხზე, 2017 წლის 4 სექტემბრიდან იმსჯელებს.

უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კანონის თანახმად, კოლეგიური შემადგენლობით განიხილავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით - არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა.

2017 წლის 20 ივნისის სასამართლ9ოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა - ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. როლანდ ბლადაძე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, აგრეთვე სამართლებრივი დასაბუთებით ასაბუთებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე დასაშვებად უნდა სცნოს და არსებითად განიხილოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის ადვოკატირებას 2014 წლიდან ახორციელებს. ორგნიზაციამ 2015 წელს საქმეზე მოამზადა კვლევა, რითაც საქმე ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო. საქმეზე ორგანიზაციას ამჟამადაც ინტენსიური ურთიერთობები აქვს საერთაშორისო და დიპლომატიურ კორპუსთან, ხოლო საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადა სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს, ხოლო საქმეზე მომზადებულმა ფილმა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 2017 წლის ივნისში შედგა, დიდი რეზონანსი გამოიწვია.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი