უკან

კომენტარი

12 იანვარი, 2019 12:55
font-size

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიის უკან გაწვევა შეუძლებელია - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიის უკან გაწვევა შეუძლებელია, თუმცა სიის განახლების "ბევრი ფორმის მოფიქრება შეიძლება".

"არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება განახლებული სია წარმოდგენილი. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის, ანუ განახლებისთვის. შეიძლება იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატებისთვის, კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან სხვა რამ. მაგრამ მთავარი არის პოლიტიკური ნება და ის მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იყოს წარმოდგენილი ახალი სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და არ იქნება სწორი ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა

რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ

ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - გია ვოლსკი

16 ივლისი, 2019 , 16:45

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამად

დაშლა ამ მიტინგისა აშკარად შეიცავდა ძალის არაკანონიერი გამოყენების ნიშნებს - კობა ნარჩემაშვილი

15 ივლისი, 2019 , 16:20

20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე, დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი იზიარებს. ამ წინადადების პარლამენტში დაყენებას &bdqu

სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად - ლევან გოგიჩაიშვილი

15 ივლისი, 2019 , 15:30

„სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა,“ - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილი

ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ, ეს ასე არ მოხდება - მამუკა ბახტაძე

15 ივლისი, 2019 , 12:55

ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვარიანში, 20-21 ივნისის მოვლენებ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს