უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 აგვისტო, 2018 16:55
font-size

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

"დღეს შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შტოს - სასამართლოს საკითხზე სასაუბროდ, რომელიც როგორც ქართული საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გამხდარა რეკომენდაციების მოთხოვნის ობიექტი. განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა.

გადადგომა არ არის პრობლემა, მაგრამ ფონი როგორც ეს მოხდა, ფონი, რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის არის ზეწოლის მსხვერპლი, ჩვენ ამ ფაქტის მიმართ გულგრილად ვერ დაგვტოვებს. დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მოვახდინოთ სასამართლოს განვითარება და ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამაში უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში, სადაც ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, რომ განახორციელოს რეფორმა.

პრეზიდენტის თქმით, მომავალ თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.

"ასევე, მინდა გამოვრიცხო მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია. მინდა სრული ჩართულობით მოხდეს კანდიდატურის შერჩევა. ასეთი ადამიანის გასვლის შემთხვევაში მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს