უახლესი ამბები
- 06.12.2019 17:30ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- 06.12.2019 17:30მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
- 06.12.2019 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9466 ლარი გახდა
- 06.12.2019 17:20ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
- 06.12.2019 17:05პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- 06.12.2019 17:05თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- 06.12.2019 16:40რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
- 06.12.2019 16:40ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
- 06.12.2019 16:25განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
- 06.12.2019 16:1014 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
არქივი
პოლიტიკა


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესოზე - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ საპარლამენტო ჯგუფებთან, მათ შორის მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.
ჩიხრაძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასამართლოში არსებულ სიტუაციას პასუხი სწორი ნაბიჯებით გაეცეს, რათა სასამართლოში დაიწყოს პოზიტიური პროცესები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესმის როგორც საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას, ისე ძალიან ცხადად ესმით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ველოდებით მათთან კონსულტაციებს. არ გამოვრიცხავთ და შეიძლება, მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები და ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესოზე“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გაიმართა. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს პროფესიული წრეების წარმომადგენლები 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ნინო ბურჯანაძე
6 დეკემბერი, 2019 , 10:50