უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:55პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- 18.01.2021 10:55ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
სამართალი


უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ 5 თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე.
ინფორმაცია ამის შესახებ მსჯავრდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ავრცელებს.
,,sos! ქართული მართლმსაჯულება გარდაიცვალა! პანაშვიდები გაიმართება: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 32, უზენაესი სასამართლოს შენობა!
უზენაესმა სასამართლომ 5 თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე!
მოკლედ იმ ხარისხის დამოუკიდებლობა და გამბედაობაც არ აღმოაჩნდა უზენაეს სასამართლოს, უბრალოდ წარმოებაში–განხილვაში მიეღო საქმე და ჩვენთვის მოესმინა...
ამ გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი არა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი ამ ე.წ "მართლმსაჯულებამ"! რადგან დეკანოზი მამალაძე და მისი გუნდი გპირდებით ქართული მართლმსაჯულება და მათი დამკვეთი პოლიტიკური და სასულიერო პირები მიღებენ ძალიან მწარე სილას სახეში სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტლებით! ისეთ მკაცრს, როგორიც ქართულ მართლმსაჯულებას არასოდეს მიუღია!
ასევე გპირდებით სტრასბურგის სასამართლოს შემდგომ ჩავხედავთ თვალებში ყველა იმ პირს, ვინც კონფორმიზმის გამო ჩუმად ყოფნა ამჯობინა ამ 2 წლის განმავლობაში! გპირდებით ბევრი შეეწირება როგორც ერი ასევე ბერი! თავიანთი რეგალიებითურთ!!!
ასევე მადლობა ყველა იმ უცხო ადამიანს, ვინც ქუჩაში გვაჩერებდა და გვამხნევებდა!
ასევე ყველა იმას, ვინც არ შეუშინდა სისტემას!
მადლობა ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის გუნდს!
განსაკუთრებული მადლობა სახალხო დამცველ Ucha Nanuashvili_ს!
მადლობა ქართულ მედიას! “ - წერს გიორგი ფანცულაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
18 იანვარი, 2021 , 10:55
კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე
16 იანვარი, 2021 , 15:40
პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
16 იანვარი, 2021 , 15:15

კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
16 იანვარი, 2021 , 11:35

პოლიციამ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
16 იანვარი, 2021 , 11:35

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
15 იანვარი, 2021 , 15:45