უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2018 16:55
font-size

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

საქართველოს უზენაესი სასამართლომ სახელმწიფოსთან საქართელოს ეკონომიკისა და მდგრდაი განვითრაების სამინისტრის სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2018 წლის 11 ივნისის მდგომარეობით გადადო. ამის შესახებ დავის მონაწილე მხარეებს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აცნობა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გონივრული ვადით გადადებაზე. როლანდ ბლადაძემ თავის 2018 წლის 29 მაისის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემოთავაზებული პირობები რადიკალურად ცვლის იმ შეთანხმებებს, რომელიც საკითხთან მიმართებით, 2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირდა. როლანდ ბლადაძე თანახმა იქნებოდა ალტერნატიული ფართის სახით მიეღო ერთი საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, თუ მორიგების აქტში არ დაფიქსირდებოდა მიყენებული ზიანის სამომავლოდ მოთხოვნის უფლებაზე უარი. სასამართლომ სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება ჯერ კიდევ 11 მაისის სხდომაზე დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან - მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სამინისტროსთან გაგრძელებული კომუნიკაციის პირობებში, მინისტრსა და დააზარალებულ მოქალაქესთან შეხვედრა, მოცემულ დრომდე, მიუღწეველი გახდა.

2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით, სამინისტრო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, ყოველგვარი ბრალის აღიარების გარეშე გამოხატავს მზაობას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ქ. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩა N72-ში (ყოფილი კეკელიძე), 3 სექცია, მე-12 სართული, ბინა N23 (ს/კ 01.15.02.056.001.01.503) მდებარე უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე შემდეგი პირობით: კასატორი მხარე უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღნიშნული განცხადება 2018 წლის 28 მაისით თარიღდება და სასამართლოში უკვე რეგისტრირებულია.

როლანდ ბლადაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში იქნება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება და სახელმწიფოს მიერ მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე), დავას მორიგებით დაასრულებდა და კასატორი მხარეც უარს განაცხადებდა სახელმწიფოს მიმართ დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადდება.

თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

2 ივლისი, 2020 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავეს

2 ივლისი, 2020 , 11:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრ

შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1 ივლისი, 2020 , 17:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენ

საპარლამენტო უმცირესობა უქმდება

1 ივლისი, 2020 , 16:50

რეგლამენტის პროექტის თანახმად, უქმდება საპარლამენტო უმცირესობა და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელე

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს ბრალი წარედგინა

1 ივლისი, 2020 , 14:40

პროკურატურამ სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. საქმე ეხება 2019 წლის 26

სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

1 ივლისი, 2020 , 11:30

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე