უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 თებერვალი, 2020 11:10
font-size

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა იწყება

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე დღეს პირველი მოსმენით დაიწყება მსჯელობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პროექტის მიზანი ადგილობრივი წარმოების ანტიდემპინგური იმპორტისგან დაცვაა.

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით, დოკუმენტზე მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები კერძო სექტორის წარმომადგენლებათან იმართებოდა.

რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა.

„კანონპროექტზე მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტშიც მიმდინარეობდა. ამას მოწინააღმდეგე ყოველთვის ჰყავდა, ის ფრთა ეკონომიკაზე მოფიქრალი ადამიანების, რომლებიც ვფიქრობ, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები რომ უნდათ იყვნენ, დაახლოებით, ასეთ ლიბერალურ თემებში შედიოდნენ. ვფიქრობ, ეს არის პასიური კანონი, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში ამდენ ქვეყნებთან უბრალოდ აუცილებელია. ეს არ არის კანონი, რომელმაც დღეისთვის არსებული რაიმე მწვავე პრობლემა უნდა მოაგვაროს, ეს გათვლილია მომავალზე, თანაც იმდენი ფილტრებია ამ კანონში ჩადებული, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ მოხდეს, რაც იყო ხოლმე ერთადერთი ფაქტობრივად გარკვეული მოსაზრება, ვინც იყო წინააღმდეგი ამ კანონის მიღების. დიდხანს იმიტომ გაგრძელდა ეს მოსმენები, რომ კერძო სექტორთან არაერთი კონსულტაცია გაიმართა, რათა სწორედ ეს ფილტრები დაკონკრეტებულიყო. მათი ზრუნვის საგანი იყო, რომ პრინციპში, კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული ეს კანონი. ჩვენ თავისუფალი ბაზარზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, ეს ცალსახად ასეა, უბრალოდ ეს დაცვის მექანიზმი, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოგონილი და არა ჩვენს მიერ, მათთან შეთანხმების გარეშე არ ითვალისწინებს არაფრის შემოღებას. ამიტომ, მინდა, დავამშვიდო ყველა ლიბერალებიც და შედარებით ნაკლებად ლიბერალებიც, რომ ეს იქნება კანონი, რომელიც გამოადგება ჩვენს ეკონომიკას სამომავლოდ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კანონპროექტი განსაზღვრავს ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისა და გამოყენების, ასევე სპეციალური კვლევის განხორციელების ძირითად წესს. ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო მთავრობა იქნება. ასევე 2020 წელს კონკურენციის სააგენტოში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, ანტიდემპინგური დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2020 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

8 აპრილი, 2020 , 16:05

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 აპრილი, 2020 , 12:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აც

24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინეს

8 აპრილი, 2020 , 12:45

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლი

ჭიათურაში სპეცოპერციის შედეგად პოლიციელი და ორი პირი დააკავეს

7 აპრილი, 2020 , 18:52

სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

7 აპრილი, 2020 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`