უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 დეკემბერი, 2021 08:01
font-size

დღის კალენდარი - 13 დეკემბერი

წლის 347-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 18 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა და ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა — საქართველოში ქრისტეს პირველ მქადაგებლისა (62). წმიდა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა (502). წმიდა კათოლიკოს პეტრე I (V). წმიდა კათოლიკოს სამუელ I (V-VI); წმიდა ფრუმენტი ინდოელ (ეთიოპელ) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ.380).

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პირველი იყო 12 მოციქულთა შორის, ვისაც უფალმა ქრისტემ მოუწოდა სამოციქულო მსახურებად მის ღვიძლ ძმასთან, წმიდა მოციქულ პეტრესთან ერთად. როცა ისრაელის ერი წმიდა წინასწარმეტყველის — უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემელის ღაღადმა გამოაფხიზლა, წმიდა ანდრია მისი ერთგული მოწაფე გახდა. წმიდა იოანე ნათლისმცემელმა თვითონ გააგზავნა იესო ქრისტესთან თავისი ორი მოწაფე, მომავალი მოციქულები — ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი, როცა შეიტყო, რომ სწორედ იგია ტარიგი ღვთისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ანდრია პირველწოდებული აღმოსავლეთის ქვეყნებში ქადაგებდა სიტყვას. სახარების ქადაგებით მოვლო მცირე აზია, თრაკია, მაკედონია. მოციქულ სვიმონ კანანელთან ერთად მან საქართველოშიც იმოგზაურა და პირველმა დათესა აქ ჭეშმარიტი რწმენის მარცვლები.

წმიდა მართლმორწმუნე მეფე ვახტანგ გორგასალი პირველი იყო ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოსა და ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის შემდეგ, ვინც დიდად შეუწყო ხელი ჭეშმარიტი რწმენის განმტკიცებას საქართველოში და ბევრი იღვაწა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ვახტანგ გორგასალმა ჩაუყარა საფუძველი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და მანვე დააარსა ქალაქი თბილისი.

დაიბადნენ:

1553 — ანრი IV, საფრანგეთის მეფე. ბურბონების დინასტიის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1610 წელს.

1720 — კარლო გოცი, იტალიელი დრამატურგი. გარდაიცვალა 1806 წელს.

1797 — ჰაინრიხ ჰაინე, გერმანელი პოეტი. გარდაიცვალა 1856 წელს.

1903 — ჯონ პაიპერი, ინგლისელი მხატვარი და მწერალი. გარდაიცვალა 1992 წელს.

1915 — როს მაკდონალდი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1917 _ ელენე მეტრეველი, ფილოლოგი, ლიტერატურატმცოდნე. გარდაიცვალა 2003 წელს.

1942 — ჰოვარდ ბრენტონი, ინგლისელი დრამატურგი.

1927 — ნოდარ ანდღულაძე, ენათმეცნიერი, მომღერალი, პროფესორი.

1957 — ლევან (ლუკა) ლასარეიშვილი, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1466 — დონატელო, აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი მოქანდაკე.

1903 — კამილ პისარო, ფრანგი მხატვარი-იმპრესიონისტი.

1947 — ნიკოლაი რერიხი, რუსი მხატვარი.

მოვლენები:

1642 წელი — ჰოლანდიელმა მეზღვაურმა აბელ ტასმანმა მანამდე უცნობი მიწა დაინახა, რომელსაც ახალი ზელანდია უწოდეს.

1913 წელი — „მონა ლიზა“, რომელიც 1911 წელს მოიპარეს, ლუვრს დაუბრუნდა.

1922 წელი _ შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა.

1974 წელი — მალტა რესპუბლიკა გახდა.

ღირსსახსოვარი დღე:

მალტა — რესპუბლიკის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი