უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
კავკასია
ვაგრამ ათანესიანი: სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიური ძალისხმევის ეფექტიანობის მაჩვენებლით მოსკოვი დასავლეთთან აგებს 08.07.2012 14:43

მთიანი-ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ვაგრამ ათანესიანის განცხადებით, დღეისათვის არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტით სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი არჩევანის წინაშე დგანან.

როგორც ათანესიანმა “ნოვოსტი არმენიის” განუცხადა, რეგიონის ქვეყნებს ევროატლანტიკური ალიანსი ერთ ვექტორს სთავაზობს, ხოლო რუსეთი - მეორეს.

“აქ არის ერთი ნიუანსი: დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოსთან საუბრობს, ხოლო რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. ამ თვალსაზრისით დიპლომატიური ძალისხმევის ეფექტიანობის მაჩვენებლით მოსკოვი აგებს”, - განაცხადა მან.

ათანესიანის თქმით, სამხრეთ კავკასიისთვის ყველაზე ჭკვიანური მესამე გზის არჩევა იქნებოდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას გულისხმობს, თუმცა ეს აზერბაიჯანის ამბიციების გამო ვერ ხერხდება..

“ამიტომ შექმნილ სიტუაციაში აზერბაიჯანიც, სომხეთიც და საქართველოც ცდილობს არსებული ვარიანტებიდან მისი ნაციონალური ინტერესებისთვის ყველაზე შესაფერისი ამოირჩიოს”, - განაცხადა მან.