უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
საზოგადოება


ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი წერეთელთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, ტერიტორიაზე დამონტაჟდა 125 ცალი ლამპიონი, სრულად აღდგა განათების და მოეწყო სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, გზის გამყოფ ზოლზე დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები.
როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ხეივანში სარეაბილიტაციო სამუშაოები, 70-იანი წლების შემდეგ, წელს პირველად ჩატარდა. ნარმანიას თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა.
„მოსახლეობას აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის ძალიან დიდი მოლოდინი და მოთხოვნა ჰქონდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად კეთილმოეწყო კილომეტრიანი ხეივანი, სადაც დაიდგა ბაღის სკამები, ბავშვებისთვის კი სათამაშო და დასასვენებელი სივრცე გაკეთდა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ხეივანში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა. მოხდა მრავალწლოვანი ხეების სხვლა-ფორმირება და აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 435 ჯიშის სხვადასხვა (გართხმული ღვია, ლავანდა, ჩიტავაშლა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, წყავი, დეკორატიული შინდი, ტუია, არიზონის კვიპაროსი) დეკორატიული ბუჩქი დაირგო. გზაგამყოფ ზოლზე, 15 500 კვმ-ზე, ბალახიც დაითესა.
საკვანძო სიტყვები:
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35