უკან
საზოგადოება
20 აგვისტო, 2018 11:25
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ.
მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში მრავლობითი დაჟეჟილობებით შეიყვანეს. 12 წლის მოზარდს დაზიანებები ქვედა კიდურებზე აქვს, თუმცა, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.