უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 12:41გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
არქივი
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშოვკებს“ მალე ახალი შენობები ჩაანაცვლებს - ჯაბა სამუშია
თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ „ხრუშოვკების“ ახალი შენობებით ჩანაცვლებაა დაგეგმილი.
ამის შესახებ სამუშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქი მუდმივად საჭიროებს ურბანულ განახლებას.
,,არის შენობები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვს. გარდა იმისა რომ ავარიულია, მსგავსი შენობები ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს. დაგეგმილია ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ „ხრუშოვკების“განახლება და ახლით ჩანაცვლება.
ეს სამუშაოები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს და დასრულდეს, რადგან სახელმწიფოს წლიურად იმ მოსახლეობისთვის ქირის გადახდა, ვისი გასახლებაც მშენებლობის პერიოდში უწევს, დაახლოებით 4 მილიონი ლარი უჯდება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ თბილისში 30 ობიექტზე მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ახალი გეგმის მიხედვით კი, დაგეგმილია 56 ავარიული შენობის რეაბილიტაცია.
მარი ნამგალაძე