უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

16 ნოემბერი, 2019 16:40
font-size

ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის კვეთის ბრალდებას არ აღიარებს, ამბობს რომ ის საქართველოშია

საინფორმაციო პორტალის qartli.ge-ის ინოფრმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სამართალდამცველების მიერ წარდგენილ ბრალს საზღვრის უკანონოდ გადალახვის შესახებ, არ აღიარებს.

ამ ინფორმაციას სააგენტო ექიმ დავით ღვინიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ პირებს შეხვდა. ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, 11 ნოემბერს დააკავეს და 14 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მოქალაქეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული რეგიონის საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდნენ, ამის შესახებ კი ექიმ დავით ღვინიაშვილს უამბეს.

ღვინიაშვილი ყვება, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებს შეხვდა. გათავისუფლებულებმა მას უთხრეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს საზღვრის გადაკვეთა.

რაზეც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ,- ყვება ღვინიაშვილი.

qartli.ge-ისთან საუბარში იზოლატორიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.

რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

რესის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

6 ივლისი, 2020 , 12:48

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

3 ივლისი, 2020 , 14:20

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს - დავით ზალკალიანი

25 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

22 ივნისი, 2020 , 20:39

ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის შესაძლო დაკავებაზე სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა

7 ივნისი, 2020 , 15:09

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შესაძლო დაკავებას

კოღოებისა და სხვა მწერებისგან აღებული ნაცხი ბიბილოვისთვის - პერფორმანსი საოკუპაციო ხაზთან

6 ივნისი, 2020 , 15:30

არასამთავრობო ორგანიზაციის "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" მოხალისეები ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების ფორმით დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მოხალისე ეპიდემიოლოგებმა და ვირუსოლოგებმა ქართული წარმოშობის კოღოებისა და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე