უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა - არჩილ თალაკვაძე
ხელისუფლება და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით, საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს.
„მინდა გამოვეხმაურო სამაგალითო მამულიშვილის, პროფესიონალი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს. სამწუხაროდ, ეს ადამიანი დააკავეს მაშინ, როდესც ის განსაცდელში მოფ ადამიანებს ეხარებოდა. ეს არის გაუგონარი ბოროტება და ამით საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლება და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმეს. მისი გათავისუფლებისთვის ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 16:53

ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია-არჩილ თალაკვაძე
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა
9 დეკემბერი, 2019 , 12:05