უკან
სამართალი
28 დეკემბერი, 2017 13:30
ვაკეში ახალაშენებულ კორპუსში ოჯახი დააყაჩაღეს
ვაკეში, მაროხის ქუჩის #13-ში ყაჩაღობა მოხდა.
ნიღბიანი შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ თავს. საცხოვრებელი სახლიდან თავდამსხმელებმა თანხა გაიტაცეს. ტელეკომპანია ,,იბერიის“ ინფორმაციით, ბინიდან წაღებულია 1000 ევრო და 2500 ფუნტი სტერლინგი.
დაზარალებულები პოლიციაში დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციას თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებია.
კორპუსი, სადაც ყაჩაღობა მოხდა, ახალაშენებულია და იქ ჯერ სულ რამდენიმე ოჯახია შესახლებული.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.