უკან

სამართალი

14 იანვარი, 2019 11:50
font-size

ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გუშინ ღამით, მამაკაცი დაჭრეს.

მეზობლების განცხადებით, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგეს და მანამდე არანაირი ჩხუბი არ ყოფილა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი.

„რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო. ერთი ან ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენი მეზობელია, მე მას არ ვიცნობ. ორივე მუხლის არეშია დაჭრილი. ამ ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“, - განაცხადა მცხეთის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შსს-ს ინფორმაციით, ვაკეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა

24 იანვარი, 2021 , 10:46

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახ

რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს

23 იანვარი, 2021 , 17:10

შსს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულა

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

23 იანვარი, 2021 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

23 იანვარი, 2021 , 11:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975

თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს

23 იანვარი, 2021 , 11:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკ

დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში

22 იანვარი, 2021 , 16:10

დავით გარეჯის საქმეზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი 12 იანვარს გამოიკითხა, ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იმ დროს, როცა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ჩვენებაში სა