უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2020 12:15
font-size

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს დეპუტატები, კოკა კლდიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს გამორჩეული ქართველები უწოდა და აღნიშნა, რომ კოკა კლდიაშვილი მათ შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.
„ეს ადამიანები ქვეყნის სიყვარულს და მის ერთიანობას შეეწირნენ და სამშობლოს სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე მიიტანეს. ჩვენთვის, გმირების სახელების უკვდავყოფის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა დიდი პატივია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, მომავალი თაობა უნდა იცნობდეს იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი და უნდა იცოდეს, თუ რა მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე.

„მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლამ. კოკა კლდიაშვილი აფხაზეთში მოხალისედ წავიდა და ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. დღეს, სკვერში რომელიც კოკა კლდიაშვილის სახელობისაა, თამაშობენ თავისუფალ, თუმცა, ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყანაში დაბადებული ბავშვები, რომლებმაც უნდა იცოდნენ თუ ვინ იყო კოკა და რა მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ქვეყანამ ოკუპანტთან ბრძოლაში“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კოკა კლდიაშვილი 26 წლის ასაკში დაბა განთიადთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე