საზოგადოება


ვაკეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაშავებული პაციენტებიდან ორს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაშავებული პაციენტებიდან ორს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, დაშავებულთა ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკებში სულ 12 პაციენტია გადანაწილებული.
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
"აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.
მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება"-ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00