უკან

საზოგადოება

6 ივნისი, 2017 12:50
font-size

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასთან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები აქციას მართავენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასთან, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა უნდა გახსნას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის აცხადებს, სახელმწიფომ დაპირება უნდა შეასრულოს და შენობა ააშენოს, სადაც პაციენტის კვალიფიციურად მომსახურების საშუალება იქნება.

„ჩვენ დიდი ხანია ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია გვაქვს, თუმცა ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა ვერ ხერხდება. ბოლო 8 თვე მხოლოდ იმას დასჭირდა, რომ კომპანია შეერჩიათ, რომელიც პროექტს 6 თვის მანძილზე გააკეთებდა. ამის შემდეგ მშენებლობის ეტაპი უნდა დაიწყოს, რასაც მინიმუმ 3-4 წელი დასჭირდება. მართალია, ტერიტორია გამოყოფილია, საპროექტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოძიება და გამარჯვებულის გამოვლენა გრძელდება, მაგრამ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ის შენობები, რომელშიც ცენტრია განთავსებული, ნგრევის პირასაა და ახალი ჯერ არც დაწყებულა“,- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, თანამშრომლები პრობლემის შესახებ პრემიერის ინფორმირებას გეგმავენ.

„თუ რაიმე რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული ახალი შენობის დასაწყებად და მის უმოკლეს ვადაში დასამთავრებლად, სახელმწიფო დაკარგავს ისეთი მნიშვნელობის დაწესებულებას, რომელიც 2010 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მსოფლიოში საუკეთესო ინფექციური დაავადებების მართვის ცენტრად იყო აღიარებული", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019