უკან

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2021 11:23
font-size

ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება

20 ოქტომბერი, 2021 , 22:51

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება. ამის შესახებ მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კოალიც

ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების და გამგებობების ხელმძღვანელების კანდიდატები დაასახელა

20 ოქტომბერი, 2021 , 22:35

ოპოზიციის ნაწილის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ასეთია: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების

ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში - ევროკომისიის წარმომადგენელი

20 ოქტომბერი, 2021 , 12:18

გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვეს

მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა - ანდრიუს კუბილიუსი

19 ოქტომბერი, 2021 , 20:50

"მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, თბილისს ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა" - ამის შესახე

გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - ირაკლი კობახიძე

19 ოქტომბერი, 2021 , 19:46

გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მერობის კანდიდატთან და საარჩევნო შტაბების ხელმ

მიხეილ დაუშვილი „ქართულ ოცნებას“: ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ, რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ

19 ოქტომბერი, 2021 , 19:40

„ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ, რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ,“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი