უკან

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2018 13:30
font-size

ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც მახარობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის დამტკიცების შემდეგ მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის უნდა გაიმართოს.

„სასიხარულოა, რომ ის პროცესი, რომელიც საფრანგეთთან დიდხანს მიმდინარეობდა წარმატებით დასრულდა. ხელშეკრულება რატიფიცირებულია საფრანგეთის პარლამენტის მიერ და სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი. ამ ხელშეკრულებით 150 ახალგაზრდას, სტუდენტს მიეცემა საშუალება სწავლის დასრულების შემდეგ საფრანგეთში და საქართველოში გარკვეული კვალიფიკაცია აიმაღლოს. ამ პერიოდში მათ ბინადრობის უფლებაც ექნებათ. მუშაობის დასრულების შემდეგ კი საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდნენ. ეს კვოტა ორივე მხარეს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის მოქალაქეებს ეხებათ.

ამის გარდა იქნება კიდევ 500 კვოტა განსაზღვრული ორივე ქვეყანაზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანებს შეეხებათ. მათაც კვალიფიკაციის ამაღლების და მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაიმართოს. ამ პროცესში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია დაგვეხმარება“,- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მისი განმარტებით, უნდა მოხდეს კონკრეტული სპეციალობების, პროფესიების იდენტიფიცირება, რომელი მიმართულებითაც არის მოთხოვნა.

„მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება ეს პროფესიები, შემდეგ შესაბამისი წარმომადგენლები უნდა შეირჩეს როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, რომლებიც მუშაობისთვის საჭირო მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. პროფესიონალი მოქალაქეების გაცვლა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება“,- განაცხადა მახარობლიშვილმა.

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ტექნიკური სამუშაოების ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.

„ვადები განსაზღვრული არ არის. თუმცა ჩვენი სურვილია და მონდომებაც, რომ ეს პროცედურები და დეტალები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაზუსტოთ“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მახარობლიშვილის განცხადებით, კოსულტაციები აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნებთანაც აქვთ. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მზაობა ბულგარეთმა და გერმანიამაც გამოთქვეს.

„ევროკავშირის და ევროპის მეტნაკლებად ყველა სახელმწიფოსთან გვაქვს ამგვარი შეთავაზება და კონსულტაციები. ბულგარეთთან პოლიტიკური კონსულტაციები გვქონდა, რომლის ფარგლებშიც ბულგარეთმა დაადასტურა მზაობა, რომ მსგავს შეთანხმებაზე მუშაობა უკვე დავიწყოთ. გერმანიისგანაც მზაობაა. მერკელის ვიზიტის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანიასთანაც მსგავსი ხელშეკრულების დაწყების კონტექსტშიც აქტიურ ფაზაში შევალთ“,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი