უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2018 13:50
font-size

ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მიმდინარეობს -კახა კალაძე

ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნული კონკურსის გარშემო არსებობს და აღნიშნა, რომ ინფორმაცია არის საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.

„დედაქალაქში არსებული პარკების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული კონკურსის გამოცხადებას ძალიან ბევრი კითხვა მოჰყვა, რომ თითქოს, რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. მინდა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვუთხრა, რომ კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა. საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს, სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რაშიც ვერ დავეთანხმები. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მათი უფლებაა. როდესაც ხარჯთაკვლევა მოვამზადეთ, ცხრა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დასტური მოგვაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ყველა ინფორმაცია, მიმოწერა გვაქვს და ესეც შეგვიძლია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ერთ-ერთი მათგანი - ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, გუშინ, მაია ბითაძეს შეხვდა. ამის შემდეგ, მან სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტებაც გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ ნაბიჯს არასდროს გადადგამს, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს დააზიანებს.

„შექმნილია სპეციალური კომისია ღვაწლმოსილი ადამიანებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული. ბოლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, კონკურსის პირობას ეხება, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ვაკის პარკი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისი კომპანიები გვჭირდება, ვისაც ამ მიმართულებით უმუშავია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიის ყველა პროექტის ირგვლივ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.

„ეს ძალიან უცნაურია. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული და მგონი პირიქით, ქალაქის მცხოვრებლები გახარებული უნდა იყვნენ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ოპონენტებს გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ. ერთადერთი, რითაც თავი დაგვამახსოვრეს, იყო ის, რომ წითელ ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას გულისხმობს. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და განათება მოეწყობა. გარდა ამისა, ვაკის პარკში შენარჩუნებული იქნება სამაგიდო სივრცეები თამაშებისთვის და სრულად განახლდება შადრევანი და ამფითეატრი.

„ვაკის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება, მას შემდეგ, რაც პროექტი გვექნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. დედაქალაქში მოვაწესრიგებთ ყველა პარკს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. უნდა ვიზრუნოთ ასეთი სივრცეების შექმნაზე. ვიცი, რომ გამგეობები თავიანთ რაიონებში სკვერების მოწყობის თვალსაზრისით, ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. დღეს ქალაქს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე სჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

საყოველთაო Secret Santa 2019 დაიწყო!

14 დეკემბერი, 2018 , 16:45

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდ

არასამთავრობო ორგანიზაციები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

14 დეკემბერი, 2018 , 16:40

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“​

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეკემბერში საბავშვო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს და ცოტ

საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი - სისტემური განახლება გრძელდება

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლ

მშენებლობის სექტორში მთავარი პრობლემა „ქაოტური განაშენიანება” და ხარისხის სუსტი კონტროლია

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`