უკან
საზოგადოება
10 ოქტომბერი, 2017 16:00
ვაკის პარკში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანა აღმოჩნდა
თბილისში, ვაკის პარკში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა, - განაცხადა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
მისივე ინფორმაციით, შემოწმება თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ყველა პარკში ჩატარდება.
როგორც ლიპარტიამ აღნიშნა, ამ მწერს ჯგუფური თანაცხოვრება ახასიათებს.
მისივე თქმით, ვაკის პარკი შეიწამლება.
ლიპარტიას განცხადებით, ხაფანგები განთავსდება დედაქალაქის ყველა სხვა პარკში, ასევე თბილისის შემოგარენში მდებარე ტყე-პარკებში.
ნინო ექვთიმიშვილი